ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზუგდიდში, მდინარე ჯუმში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

ზუგდიდში, სოფელ დარჩელში მაშველებმა ორდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე ჯუმში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. 15 წლის მოზარდის ცხედარი ქვიშაში იყო ჩაფლული.

15 წლის მოზარდის დაკარგვის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შეტყობინება 13 ივლისს შევიდა, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მდინარე ჯუმში აქტიური საძიებო-სამაშველო ოპერაცია დაიწყო.

საძიებო სამუშაოებში ჩართული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და აჭარის რეგიონებიდან. ოპერაციაში, ასევე, მონაწილეობდა განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 

იტვირთბა....