ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ინფორმაციის ამოღება/აღდგენა შეუძლებელია”- რა ინფორმაცია წაშალეს შაქარაშვილის საქმის ფიგურანტებმა ტელეფონებიდან

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურანტი პირების ტელეფონების წაშლილი ინფორმაციის აღდგენას შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ ახერხებს.

“Samsung”-ის ფირმის “Galaxy S7 Edge” მოდელის მობიოლური ტელეფონი დაბლოკილია მომხმარებლის მიერ მინიჭებული პაროლით, რომლის მოხსნაც ჩვენს ხელთ არსებული აპარატურულ-პროგრამული საშუალებებით შეუძლებელია. შესაბამისად, ინფორმაციის ამოღება/აღდგენა წარდგენილი მობილური ტელეფონებიდან, წარმოდგენილ მდგომარეობაში შეუძლებელია” – წერია საგამოძიებო ორგანოს დოკუმენტში.

ცნობისათვის, ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, ფეხბურთელის საქმეზე დასკვნაში ვკითხულობთ, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....