ახალი ამბები

“ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იაკობი დავინახე, ავტოსტოპით მიდიოდა სადღაც, სავარაუდოდ სახლში” – შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები, რაზეც ანი გაბეჩავა საუბრობს

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დეტალებს “ქრონიკა პლიუსის” მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე “ფორმულაზე” გადაცემა “პოლიტმეტრში” აჟღერებს. მისი თქმით, მან ინტერვიუ ჩაწერა 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმის ერთ-ერთ მოწმე ანი გაბეჩავასთან, რომელიც დეტალურად უყვება, თუ რა მოხდა მის დაბადების დღეზე.

“შაქარაშვილს არ ვიცნობდი კარგად, მყავდა 3-4-ჯერ ნანახი. ჩემი მეგრების მეგობარი იყო. არანაირი პირადი სიმპათია არ გვქონდა ერთმანეთის მიმართ. არ ვიცნობ ვახო ჩიქოვანს და არც იყო დაპატიჟებული ჩემ დაბადების დღეზე. არ ვიცი ვინ მოიყვანა, მოვიდა ბოლოსკენ, უბრალოდ იყო ჩემი უბნელი. ჩიქოვანი შაქარას არ იცნობდა. დაბადების დღეზე ნახეს ერთმანეთი” – წერს გაბეჩავა.

ასევე ვკითხულობთ, რომ, როდესაც პირველი ჩხუბი მოხდა, ჩხუბის მონაწილე ორივე მხარე ანი გაბეჩავამ გარეთ გაყარა. როდესაც სახლში შებრუნდა, შაქარაშვილი იქ იყო. ამ დროს ტირის, ყველა ამშვიდებს, რადგან დაბადების დღის წვეულება პრაქტიკულად ჩაეშალა.

წვეულების მონაწილეებმა ნაქირავებ ბინაში გაჩერება აღარ ისურვეს და მოილაპარაკეს, რომ ერთ-ერთი მეგობრის აგარაკზე, ლისზე ასულიყვნენ. გაბეჩავას არ უნდოდა ასვლა, რადგან ხასიათი გაუფუჭდა.

“ბინა იმიტომ არ დავკეტე, რომ ჩემი მეგობარი და მისი შეყვარებული დარჩნენ იქ” – წერს გაბეჩავა.

ჩხუბის მონაწილეები სად წავიდნენ, მცხეთაში თუ სხვაგან, არ იცის.

ლისზე მყოფი ჯგუფი, სადაც არის ანი გაბეჩავაც, იგებს, რომ მცხეთაში ჩხუბი იყო. ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, რომ არც ლისზე გააჩაღონ ქეიფი და წამოვიდნენ უკან. ვახო ახვლედიანმა დარეკა, ვისთან დარეკა, ანი გაბეჩავას არ ახსოვს.

“წამოვედით, გზაში შემთხვევით შეგვხვდნენ წამოსული ბავშვები, მე დავრჩი მათთან. საბურთალოელები წავიდნენ, არ ვიცი სად. მერე გავჩერდით ერთი საათით ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. ვარკვევთ, თუ რა მოხდა მცხეთაში. გადავწყვიტე ჩემ ნათესავთან წავსულიყავი და ამეყვანა დარჩენილი ბავშვებიც. ამ დროს იაკობი ჩვენთან ერთად არ ყოფილა. წავედით ადეიშვილებთან (გაბეჩავას ნათესავები) თემქის სახლში. როდესაც წავედით, იაკობი დავინახე ავტოსტოპით მიდიოდა სადღაც. სავარაუდოდ სახლში” – წერს გაბეჩავა.

ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე არის ანის მეგობარი, მან დაპატიჟა დაბადების დღეზე, თუმცა, წვეულებაზე გვიან მივიდა.

ასევე ვიგებთ, რომ ფოტოგრაფი მეგობრებს არ უყვება, რეალურად რა მოხდა მცხეთაში.

იტვირთბა....