ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ინფორმაცია გვაქვს ყველაფერზე და ყველასთან დაკავშირებით” – შაქარაშვილის ბიძამ შსს დატოვა

გიორგი შაქარაშვილის ბიძამ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა უკვე დატოვა. მირიან ნიკოლაძემ შესვლამდე ჟურნალისტებთან კომეტარი არ გააკეთა. შენობიდან გამოსვლის შემდეგ საქმის დეტალებზე საუბარი არ ისურვა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ოჯახს გამოძიებასთან პრეტენზიები არ აქვს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

“ინფორმაცია გვაქვს ყველაფერზე და ყველასთან დაკავშირებით, – ეს არ არის ხალხის საქმე და საზოგადოების გასარჩევი. ეს არის სამუშაო რეჟიმი. არცერთ კონკრეტულ თემაზე არ ვსაუბრობ დღეს. ვარკვევ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და არა ხალხთან. ჯერჯერობით ოჯახს არ აქვს არანაირი პრეტენზია გამოძიებასთან. მივდივართ ერთად და ვარკვევთ ყველაფერს თავიდან ბოლომდე” – თქვა მან.

ცნობისათვის, ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, ფეხბურთელის საქმეზე დასკვნაში ვკითხულობთ, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

 

იტვირთბა....