ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ჯერ ვერ ლაპარაკობს და ვერ დადის, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერი ესმის” – ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

“ჯერ ვერ ლაპარაკობს და ვერ დადის, მაგრამ კიდურებს ამოძრავებს, ყლაპავს და მარტივ დავალებებს ასრულებს. აბსოლუტურად ყველაფერი ესმის. ეს პროგრესი იყო ძალიან ნელი და ხანგრძლივი. ახლა ვართ გერმანიაში, ძალიან ცნობილ შმიდერის კლინიკაში. ეს კლინიკა მთელ გერმანიაში, ნეირორეაბილიტაციის ცენტრებს შორის რეიტინგით პირველ ადგილზეა. ცოტნეს მკურნალობის აბსოლუტურად ყველა ხარჯს ფონდი „ქართუ“ ფარავს. მთავრობა ძალიან გვეხმარება, ის საორგანიზაციო საქმეებს აგვარებს, ხარჯებს კი მთლიანად ფონდი „ქართი“ ფარავს.”

ანა ჯაბაური – ცოტნე გამსახურდიას მეუღლე

ამის შესახებ ჯაბაურმა “იმედის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს თბილისში, ვერაზე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე ხუთი პირია დაკავებული.

იტვირთბა....