ახალი ამბები მთავარი სამართალი

საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში ითანამშრომლოს სახალხო დამცველთან

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

უწყება მზადყოფნას გამოთქვამს, გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, ნებისმიერ ეტაპზე ითანამშრომლოს სახალხო დამცველთან.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურის წარმომადგენლებს უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია სახალხო დამცველის აპარატთან.

ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს მიეცემათ საშუალება გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს.

იტვირთბა....