„ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმის, რომ ივანიშვილის გუნდი უარს ამბობს საპარლამენტო კონტროლზე, დემოკრატიულ კონტროლზე, მოქალაქეების მხრიდან აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლზე. როგორ გამოიყენებენ ამას – დიდი რჩევა გვექნებოდა – ეგეთი სისულელე არც გაიფიქრონ, რომ ამ ინსტრუმენტის გამოყენება სცადონ არჩევნებისთვის ხელის შესაშლელად.”
გიგა ბოკერია – “ევროპული საქართველოს” ერთერთი ლიდერი
ამის შესახებ გიგა ბოკერიამ “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით განაცხადა.
ცნობისთვის, პარლამენტი დღეს “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტს განიხილავს, რომელიც თანახმადაც თანახმად, მთავრობას ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება 2020 წლის ბოლომდე უხანგრძლივდება.