ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“სიმართლეს არ შეესაბამება ვარაუდი, რომ სტატია – “როგორ დაეხმარა სამი მუშკეტერი საქართველოს” შეკვეთილია”- “ბიბისი”

„ბიბისის“ პრესსამსახურის ინფორმაციით,  სიმართლეს არ შეესაბამება ვარაუდი, რომ სტატია სახელწოდებით, „როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“, დაკვეთილია.

ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პირველმა არხმა კითხვით მიმართა „ბიბისის“, საიდანაც პასუხი დღეს მიიღო.

„სიმართლეს არ შეესაბამება ვარაუდი, რომ ეს სტატია შეკვეთილია. მართალია, ვებგვერდ BBC.COM-ზე რეკლამა ქვეყნდება, თუმცა „ბიბისი ნიუსი” და მიმდინარე ამბები ვერ იქნება დასპონსორებული. ჩვენ არ ვიღებთ პოლიტიკურ რეკლამას. ისევე როგორც „ბიბისი ნიუსის” მთელი კონტენტი, ეს სტატია არის ჟურნალისტიკის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ნაწილი, რომელიც შეესაბამება ჩვენს მტკიცე სარედაქციო წესებს”, – აცხადებენ „ბიბისის“ პრესსამსახურში.

ბრიტანულმა მაუწყებელმა „ბიბისიმ“ ქართველი ეპიდემიოლოგების შესახებ გამოაქვეყნა სტატია სათაურით – „როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ამასთან დაკავშირებით,  პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „ბიბისიზე“ უკვეთავენ სტატიებს, როგორ გადაარჩინა ქვეყანა სამმა მუშკეტერმა.

 

იტვირთბა....