ახალი ამბები მთავარი სამართალი

შაქარაშვილის საქმეზე ახალი ექსპერტიზები დაინიშნა – ნიკოლაძის განცხადებით აღნიშნული ექსპერტიზა გამოძიებას დამატებით დაეხმარება

19 წლის გარდაცვილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დამატებითი კვლევების ჩატარების მოთხოვნით მიმართა.

საუბარია ბიოლოგიურ და მიკრონაწილაკურ ექსპერტიზაზე.

როგორც შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე აცხადებს, აღნიშნული ექსპერტიზა გამოძიებას დამატებით დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

.

იტვირთბა....