“ეს კანონი პარლამენტის გვერდის ავლით, მთავრობას აძლევს იმ უფლებების შეზღუდვის საშუალებას, რაც მხოლოდ და მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს იყო ამ კანონამდე შესაძლებელი. ამიტომ ეს კანონი უკვე ანტიკონსტიტუციურია და ახლა ამ ანტიკონსტიტუციურობის ვადის გაგრძელებას აპირებენ 2020 წლის ბოლომდე. დღეს სავარაუდოდ “ქართული ოცნება” მხარს დაუჭერს თავისივე ინიცირებულ კანონპროექტს. თუ ასე მოხდა, აუცილებლად დავიწყებთ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების პროცესს.”
ლევან კობერიძე – დამოუკიდებელი დეპუტატი
ამის შესახებ ლევან კობერიძემ “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით განაცხადა.
ცნობისთვის, პარლამენტი დღეს “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტს განიხილავს, რომელიც თანახმადაც თანახმად, მთავრობას ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება 2020 წლის ბოლომდე უხანგრძლივდება.