ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ევროპარლამენტი მხარეებს მოუწოდებს, 8 მარტის შეთანხმების ყველა ასპექტი სრულად განახორციელონ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით შესწორება მომზადდა, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა პირველი კენჭისყრით მიიღო.

შესწორებაში საუბარია 8 მარტის შეთანხმებაზე, კანონის უზენაესობის აღსრულებასა და მედიათავისუფლებაზე.

ევროპარლამენტი მხარეებს 8 მარტის შეთანხმების ყველა ასპექტის შესრულებისკენ მოუწოდებს.

ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების ფაქტს და მას 8 მარტის შეთანხმების სრულად განხორციელების კუთხით წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს.

„ევროპარლამენტი მიესალმება პარტიათა შორის დიალოგის შედეგს, როგორც საერთო გამოსავლის პოვნის სურვილის ნათელ ნიშანს და ხაზს უსვამს პოლიტიკურ პარტიებს შორის ნდობის აღდგენისა და დიალოგის გაგრძელების აუცილებლობას, როგორც პოლიტიკური სტაბილურობის საფუძველს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.

ევროპარლამენტი მოუწოდებს მხარეებს, პატივი სცენ ამ შეთანხმებას და მისი ყველა ასპექტი სრულად განახორციელონ.“ – აღნიშნულია დოკუმენტში.

ევროპარლამენტის შესწორებულ ანგარიშს ოპოზიციის წევრები  ეხმაურებიან და მიიჩნევენ, რომ ანგარიში საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთგვარი მონიტორინგია და არ გამორიცხავენ, რომ ანგარიშს კიდევ უფრო მკაცრი შინაარსის შესწორებები დაემატოს.

 

 

იტვირთბა....