aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“მოდით პირდაპირ ვიტყვი – თუკი ქვეყნები მკაცრ ჯანდაცვით ზომებს არ დაიცავენ, პანდემია გახდება უარესი, უარესი და უარესი” – “ჯანმო”

aviabiletebi
ავიაბილეთები

COVID-19-ის პანდემია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მძვინვარებს, გაუარესდება, თუკი ქვეყნები მკაცრ ჯანდაცვით ზომებს ვერ დაიცავენ – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადება “ჯანმოს” ხელმძღვანელმა ჟენევაში გამართულ ონლაინ ბრიფინგზე გააკეთა.

“მოდით პირდაპირ ვიტყვი – ძალიან ბევრი ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. ვირუსი კვლავ რჩება საზოგადოების ნომერ პირველ მტრად, მაგრამ ბევრი მთავრობისა და ხალხის ქმედებები ამას არ ასახავს. ვირუსის ერთადერთი მიზანია იპოვოს ხალხი და დააინფიციროს.

თუკი მთავრობები მკაფიო კომუნიკაციას არ მოახდენენ მათ მოქალაქეებთან და არ შეიმუშავებენ ყოვლისმომცველ სტრატეგიას, რომელიც ორიენტირებული იქნება გადაცემის აღკვეთისა და ადამიანების გადარჩენისკენ, თუკი მოსახლეობა არ დაიცავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძირითად პრინციპებს, რაც გულისხმობს ფიზიკურ დისტანცირებას, ხელების დაბანას, პირბადეების ტარებას, ხველებისას ეტიკეტს და ავადმყოფობის დროს სახლში ყოფნას – თუკი ძირითადი პრინციპები არ იქნება დაცული, მაშინ პანდემია მხოლოდ ერთი გზით წავა. ის გახდება უარესი, უარესი და უარესი“, – აღნიშნა გებრეიესუსმა.

იტვირთბა....