ავთანდილ ბილანიშვილმა იგივე “კაწრომ” ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიაში უჩივლა.
ინფორმაციას ამის შესახებ ბილანიშვილის ადვოკატი, თამარ აბესაძე ადასტურებს.
ქარტიაში საჩივარი ჟურნალისტური ეთიკის სამი მთავარი პრინციპის დარღვევის ფაქტზე გაიგზავნა.
მომჩივანი მიიჩნევს, რომ ქარტიის 1-ლი, მე-3 და მე-11 პრინციპები დაირღვა. ბილანიშვილი გვარამიას დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებასა და ფაქტების განზრახ დამახინჯებაში ადანაშაულებს.