საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 999 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 13 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 870-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5001 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 21