„ყველა არჩევნები გზის გასაყარია. ადგილობრივებთან საუბრისას მათ აინტერესებდათ, სხვა ქალაქებში და კუთხეებში რა იგრძნობა. მე კი ვუპასუხე, რომ 2003 და 2012 წელს რაც იგრძნობოდა – ის. ეს კი ნიშნავს, რომ ხელისუფლების შეცვლის ქარი უბერავს ყველა ქალაქში და ამას ყველა ვგრძნობთ. ხელისუფლება შეიცვლება, მაგრამ უკეთესით უნდა შეიცვალოს, რადგან სხვა შემთხვევაში ექნება მოკლევადიანი ეფექტი. მე ვდგავარ იმ ადამიანებთან ერთად, წარმატებული ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, რომლებმაც შექმნეს „ლელო“ და გადადგეს სახელმწიფოებრივი ნაბიჯი. მეც მათ გვერდით დავდექი და მიხარია, რომ ბევრმა ახალგაზრდამ გააკეთა ეს არჩევანი.”

დავით უსუფაშვილი – პარტია “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერი

ამის შესახებ შუახევში რიგით 27-ე რაიონული ორგანიზაციის გახსნისას განაცხადა.