მღვდელ-მონაზონ ანდრია სარიას განცხადებით, კრიმინალი მაშინ იმატებს ქვეყანაში, როდესაც კანონის უზენაესობა ირღევევა. ამის შესახებ მან ტვ “პირველის” გადაცემა “დღის ამბებში” დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რისი მაგალითია გორგი შქარაშვილის საქმე.
“ნებისმიერი საქმე, რომელიც გარჩევით იწყება და ტრაგედიით მთავრდება, ეს არის კანონის უარყოფის შედეგი და რა თქმა უნდა, ხელსიუფლების პრობლემა. იგივეა ეკლესიაშიც. ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე გარჩევა ავტომატებით სასულიერო პირებს შორის და არაერთი ასეთი მაგალითი გვახსოვს, იგივე ეკლესიაში, როდესაც საეკლესიო კანონი არ მუშაობს, იწყება ქურდული კანონი, ძველბიჭური ცნობიერება მახინჯი ფორმებით. ხელისუფლება, როდესაც მოწოდების სიმაღლეზე არ დგას და პირიქით, დამხმარე ინსტრუმენტად ჰყავს ასეთი ადამიანები. წარმომადგენლობა, რომლებიც პირდაპირ უარყოფენ კანონს.
მახსოვს, პოლიციელებს ძაღლებს უწოდებდნენ, არავითარ კავშირში არ შედიოდნენ მათთან. ასეთი კანონდარღვევები დღესაც არის,როდესაც ისინი თავის თავს სახელმწიფოსა და კანონზე მაღლა აყენებენ, იგივე ჯარში წასვლა მათთვის პრობლემაა. ეკლეისშიც იგივე ხდება. ადამიანებმა ეკლესიას შეაფარეს თავი, როდესაც გამკაცრდა მათ მიმართ კანონები. ძალიან ბევრი კრიმინალური ცნობიერების ადამიანი აღმოჩნდა ეკლესიაში და მათ ასე ადვილად ვერ ტოვებს კრიმინალური ცნობიერება. დღესაც მათი სული აქეთ ექაჩება.
იაკობი არ ყოფილა ძველი ბიჭი, მაგრამ იყო ჩვეულებრივად ბანდფორმირების წევრი. ცოცხალი მაგალითი რომ დავასახელოთ, როდესაც ის გამოდის ეთერით, ჩვენ ერთგვარად ძველი ბიჭის პოზიციიდან ვხედავთ ამ ადამიანს. როდესაც ტაძრებს აშენებენ კრიმინალური ცნობიერების ადამიანები, დოვლათს სწირავენ. წარმოიდგინეთ, სასულიერო პირებს რაში აწყობთ მათთან კონფრონტაცია და გაუგებრობა. პირიქით, მათი სურვილი რაც არის, დოვლათის და ფულის შემოტანა ეკლესიაში, მათი მხრიდანაც ხელშეწყობილია. ეს არის ძალიან ცუდი და მანკიერი პრაქტიკა. სანამ არ აღმოფრხვრება ეს, შეუძლებელია, ჩვენ უკეთესი მომავალი შევქმნათ” – განაცხადა მამა ანრია სარიამ.
ცნობისათვის, ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.