შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა რამდენიმე წუთის წინ გიორგი შაქარაშვილის მეგობრებმა დატოვეს. უცნობია, რატომ იყვნენ ისინი საგამოძიებო უწყებაში. მათ ჟურნალისტებთან საუბრისას არ უთქვამთ, კონკრეტულად რასთან დაკავშირებით დაინტერესდა საგამოძიებო უწყება მათით.
ამასთან, ცნობილი ხდება კიდევ ერთი დეტალი – გიორგი შაქარაშვილის დედამ “ტვ პირველს” დაუდასტურა, რომ ის და მისი ოჯახი სახალხო დამცველს შეხვდა. მანამდე, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ აპირებდა მათთან შეხვედრას.
ცნობისათვის, ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.