“ქრონიკა პლიუსის” რედაქტორის, ელისო კილაძის განცხადებით, 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმის ერთ-ერთი მოწმის, ანა გაბეჩავას ჩვენებაში უზუსტობაა. მისი თქმით, იუბილარი ნაქირავებ სახლს ტოვებს და წაქაძის აგარაკზე მიდის, ხოლო გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში რჩება. ამის შესახებ კილაძემ სოციალურ ქსელ “ფეისბუქ” გვერდზე დაწერა.
“იუბილარ ანა გაბეჩავას ჩვენებით,ის მამასთან ერთად ცხოვრობს ბოდავის ქუჩაზე.
სად არის დედა?! ან ეს ბავშვი მთელი ღამე ხან მცხეთაში,ხან თემქაზე და ხანაც ლისზე რომ ტუსოვკობდა,მამამ არ მოიკითხა?! – არ ვმორალისტობ-რაღაც დეტალების გარკვევას ვცდილობ!
მისი ჩვენებით – პირველ ჩხუბში ორი ბიჭია ნაცემი, ნიკა ხეჩოშვილი და ვახტანგ ჩიქოვანი.
გიორგი შაქარაშვილი ჩხუბში საერთოდ არ მონაწილეობს!
იუბილარი ნაქირავებ სახლს ტოვებს და მიდის წაქაძის აგარაკზე, შაქარა რჩება მცხეთაში….
ჩტოტა ნი ტო…” – წერს ელისო კილაძე.
ცნობისათვის, ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.