იურისტ ლევან ალაფიშვილის განცხადებით, ძალადობაზე ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ უარი, რადგან ამის გარეშე ვერცერთი სახელმწიფო წინ ვერ წაიწევს. ამის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “საჯარო პოლიტიკაში” განაცხადა.
იტვირთბა....

“კრიმინალზე რეაგირება, პრევენცია და შემდეგ მისი აღკვეთა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულებაა. სახელმწიფოს უსაფრთხოება ამაზე დგას. ამისთვის, ჩვენი მშვიდობიანი განვითარებისთვის ვქირაობთ ჩვენ მოქალაქეები მთელ ადმინისტრაციას და მათ შორის პოლიციას და მათ შორის საგამოძიებო და უსაფრთხოებით ინსტიტუტებს. თუ რომელიმე ეს ინსტიტუტი ვერ ან არ ასრულებს ჯეროვნად ამ ფუნქციას, ბუნებრივია აქ პრობლემა ძალიან მასშტაბურია.
როდესაც ვერ ან არ აკეთებ ამ ყველაფერს, ბუნებრივია მფარველი, ხელშემწყობი, წამახალისებელი ხდები, ოღონდ რისი, აქ უკვე უფრო მასშტაბური პრობლემა მინდა დაგანახოთ. ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი, სადაც შეგვიძლია ვძალადობთ. არჩევნებზე ვძალადობთ და მერე ვინც ძალადობს, ფედერაციებს და ა. შ. ფლს ვუხდით, მერე ესენი პარლამენტში რომ შედიან, ჩვენ ვართ უმრავლესობაში და როგორც გვინდა, ისე გავაკეთებთო. ჩემს შვილს რა უნდა ვუთხრა ამაზე – კარგია თუ ცუდი?! ერთხელ და სამუდამოდ ძალადობაზე უნდა ვთქვათ უარი, ამის გარეშე ვერცერთი სახელმწიფო წინ ვერ წაიწევს” – განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.