მალხაზ მაჩალიკაშვილმა თემირლან მაჩალიკაშვილისა და გიორგი შაქარაშვილის საქმეები შეადარა და თქვა, რომ ამ ორ საქმეში პარალელების გავლება შეიძლება; მისი თქმით, რომ არა მედია და ჟურნალისტები, ხელისუფლება მაჩალიკაშვილების ოჯახს მთლიანად გაანადგურებდა. ამის შესახებ მან გადაცემაში “დღის სტუმარი” ისაუბრა.
“დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, თემირლანის გარდაცვალებიდან ორი-სამი თვის მერე მივხვდი რომ არანაირი აზრი არ ჰქონდა ხელისუფლება აღიარებდა თუ არა საკუთარ დანაშაულს. პარალელების გავლება ამ ორ საქმეში შეიძლება და ძალიან ბევრიც არის. რაც შეეხება თემირლანის საქმეს, თემირლანის საქმის გაფუჭება დაიწყო იმ დილიდან. ცხადია, დღეს საქართველოში ყველამ იცის, რომ ხელყუმბარა იყო შემოტანილი. სანამ ხელყუმბარას შემოიტანდნენ, კატასტროფა მანამდე გამოიძახეს და ისე მოხდა, რომ ხელყუმბარა ჯერ არ ჰქონდათ მოტანილი, სასწრაფო გაუშვეს სხვა სოფელში, ომალოში. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ უნდა შემოეტანათ, ვერ მოასწრეს ვერ გათვალეს ეს წუთები.. აქედანვე დაიწყო თემირლანის საქმის გაფუჭება.
ჟურნალისტების აქტიურობა იყო პირველი ძალიან სასტიკი დანაშაული და ამ საქმით დაინტერესდნენ ზუსტად ეს მედიები. ჟურნალისტებმა არ მისცეს სახელმწიფოს საშუალება მაჩალიკაშვილის ოჯახის მთლიანად განადგურებისა და გათელვის. ვხედავ რამდენი ზეწოლა ხდება ამ შემთხვევაში (შაქარაშვილის საქმე” მედიებზეც სუს-ის მხრიდან, უშიშროების მხრიდან და სახელმწიფოს მხრიდან. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მედიამ ყველაფერი გააკეთა. შეეეძლოთ რაღაც მომენტში ცოტა უკანაც დახეულიყვნენ მაგრამ არა, როგორც საჭიროა და როგორც პატრიოტს შვენის, ასე მოიქცნენ. მე ერთი ადამიანი ვარ მართლაც ვისაც მართლა სტკივა შაქარაშვილი” – თქვა მაჩალიკაშვილმა.