ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ “რუსთავი 2-ს” თანამშრომლობაზე უარი უთხრა. ინფორმაციას ამის შესახებ “პრაიმტაიმი” ავრცელებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ტრაპაიძემ განაცხადა, რომ შემოთავაზება “რუსთავი 2-ის” ინიციატივა იყო და მისი საბოლოო პასუხი იყო უარი.
“ეს იყო მათი მხრიდან შემოთავაზება და წინადადება, ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება იყო უარი”, – თქვა ტრაპაიძემ.