ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს საქართველოს მოქალაქე” – აშშ-ს საელჩოს მოწოდება საოკუპაციო ძალებს

რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის მიმართ გასროლის, დაჭრისა და დაკავების ფაქტს, აშშ-ს საელჩო ეხმაურება და ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

საელჩო საოკუპაციო ძალებს მოუწოდებს, რომ ამ ინციდენტის დროს დაკავებული საქართველოს მოქალაქე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.

“ჩვენ ვგმობთ გასროლისა და დაკავების ფაქტს, რაც კიდევ ერთი გამოვლინებაა სიტუაციის გამწვავებისკენ მიმართული პროვოკაციული ქმედებებისა, რასაც რუსეთის მიერ მართული ძალები ამ ბოლო კვირების განმავლობაში ახორციელებენ.

მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, რომ რუსეთმა შეწყვიტოს დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებები და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია”, — ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კასპში, 11 ივლისს ოკუპანტებმა კაცი გაიტაცეს. მანამდე კი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

იტვირთბა....