aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

“კორონავირუსით ინფიცირებულ ცხრა ახალ პაციენტს ვირუსი საკარანტინო სივრცეში დაუდასტურდა” – ეზუგბაია

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ცხრავე ახალი შემთხვევა შემოტანილია. მისივე თქმით, მათ კორონავირუსი საკარანტინო სივრცეში დაუდასტურდათ. ამის შესახებ ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ახალ ინფიცირებულებს შორის ხუთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

„ქვეყანაში დაგვემატა ცხრა ახალი შემთხვევა, იყო 986 და გახდა 995. ცხრა ახალი შემთხვევა ყველა შემოტანილი, ანუ იმპორტირებულია. ყველას დიაგნოსტირება მოხდა საკარანტინო სივრცეში, ხუთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 995-ს შეადგენს. ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი არ შეცვლილა და ის კვლავ 857-ია.ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

 

იტვირთბა....