“ქრონიკა +” -ის რედაქტორის რედაქტორის ელისო კილაძის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე იაკობ ბრეგვაძე უწყებისთვის სანდო პირია და მას “ტუსოვკებზე” გადასაღებად იყენებდნენ. მისი თქმით, ბრეგვაძე არც თუ ისე უმნიშვნელო ფიგურაა და მას ხელს აფარებენ, არა მხოლოდ იმიტომ რომ ნინო გიორგობიანის ნათესავია, არამედ ფოტოგრაფს მჭიდრო კავშირები აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. ამის შესახებ მან “მავარ აქცენტებში” განაცხადა.
ჩემი წყაროს ინფორმაციით, იაკობი არც თუ ისე უმნიშვნელო ფიგურაა. ის გახლავთ ძალიან სტაჟიანი თანამშრომელი, სანდო პირი ამ უწყებისთვის, რომელსაც გიორგობიანი წარმოადგენდა – სუსი და წარმოადგენს… აფარებენ ხელს, არამხოლოდ იმიტომ, რომ ნინო გიორგობიანის ახლობელია, არამედ ის არის ძალიან შტაჟიანი აგენტი და მას აქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია” – განაცხადა ელისო კილაძემ.
აქვე შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნათესავია, ამის შესახებ ნინო გიორგობიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ცნობისათვის, ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, გუშინ ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.