aviabiletebi
ახალი ამბები საზოგადოება

ოთო აბესაძე გაეროს ეკონომიკური კვლევების ექსპერტად წარადგინეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ქართული ოცნების” ერთ დროს ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ფიგურა, პროფესორი ოთო აბესაძე ციტაუ გორლიცის უნივერსიტეტის მკვლევარის ეგიდით, გერმანული მხარის მიერ, გაეროს ეკონომიკური კვლევების ექსპერტად არის წარდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ოთო აბესაძე ავრცელებს, რომლის თქმითაც, მან წერილი ახლახან მიიღო ელექტრონულ ფოსტაზე.

დღეს, ოთო აბესაძე სეუ-ს, კავკასიის უნივერსიტეტის, თსუ-ს და თოუ-ს პროფესორია. ასევე რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი და ციტუ გორლიცის უნივერსიტეტის მკვლევარი.

შეგახსენებთ, ოთო აბესაძე 2012-1017 წლებში სხვადასხვა მაღალ თანამდებობას იკავებდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის მერიაში. 2017 წლის 11 ივლიის ის დააკავეს ქრთამის აღების ბრალდებით, თუმცა მას აღნიშნული ბრალი არ დაუმტკიცდა.

 

იტვირთბა....