aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არ გამიზრდია ისე, რომ დანები ატრიალოს…” – კობალაძე შვილის დაკავებაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ჩემთვის უმთავრესი ისაა, რომ პრინციპში, არ არის მსხვერპლი. გამოჩნდება ყველაფერი და დამნაშავე პასუხს აგებს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კობა კობალაძემ თავისი შვილის დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კობალაძემ აღნიშნა, საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და შესაბამისი პროცედურების შემდეგ ყველაფერი გაირკვევა.

„აქვს ინტერესი კონკრეტულად გამოძიებას ალბათ მასთან და შესაბამისად, ჩატარდება ის პროცედურები, რაც უნდა ჩატარდეს. ამის მიხედვით გაირკვევა ყველაფერი. სრულწლოვანია, გათავისებული აქვს ყველაფერი. არ გამიზრდია ისე, რომ დანები ატრიალოს და ის… არის ჯანმრთელი ბავშვი, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს“, – განაცხადა კობალაძემ.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კობა კობალაძის შვილი პოლიციას ჩაბარდა – საქმე ეხება თბილისში 24 ივნისს მომხდარ დაჭრას, თუმცა პოლიციამ ინციდენტში მონაწილე პირები მხოლოდ მედიაში გასული ანონსის შემდეგ დააკავა.

იტვირთბა....