მუხიანის დასახლებაში აფეთქების შედეგად 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიღუპა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მათ თანამშრომლებს ადგილზე მისვლისას ერთსართულიან შენობაში მამაკაცის ცხედარი დახვდათ. შემთხვევის შედეგად ხანძარი არ ყოფილა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თუ რა გახდა შემთხვევის მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს.