ახალი ამბები

“პირმა, რომელიც 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეში ფიგურირებს, ორი წლის წინ სასიკვდილოდ გაიმეტა არასრულწლოვანი”

“ტვ პირველმა”  ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება. მათი ცნობით,  პირმა, რომელიც 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეში ფიგურირებს, ორი წლის წინ სასიკვდილოდ გაიმეტა არასრულწლოვანი და ეს არის გიგა ტატიაშვილი. ამის შესახებ პირდაპირ ეთერში ისაუბრეს ჟურნალისტებმა ნოდარ მელაძემ და მაკა ანდრონიკაშვილმა.

“ერთი ღერი სიგარეტის გამო. ეს ყველაფერი კი მოხდა პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე. სწორედ არასრულწლოვან საქმეთა გამომძიებელმა ითავა საქმის ჩაფარცხვა, რომელიც იყო კავშირში დაზარალებულის დედასთან. ის ურეკავდა სისტემარტიურად და ეუბნებოდა, რომ ეჩქარებოდა საქმის დახურვა, აუცილებელი იყო დროზე მისულიყო პოლიციაში და დაეწერათ, რომ ბავში ვინმემ კი არ სცემა, ფეხი წამოკრა” – განაცხადა ჟურნალისტმა მაკა ანდრონიკაშვილმა.

ასევე, სიუჟეტის მეორე ნაწილი შაქარაშვილის საქმის კიდევ ერთ ფიგურანტს ეხება:

“რაც შეეხება მეორე პირს, “ტვ პირველის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმის ფიგურანტი მორაგბე ნიკა ჟვანიაა. ამჯერადაც ჩხუბი სიგარეტის ნამწვს უკავშირდება და ის გაუსწორდა მის მეზობლად მცხოვრებ ახალგზარდა მამაკაცს. ეს ამბავიც მოხდა პოლიციასთან ახლო. პოლიცია მივიდა, მაგრამ მან გამოძიებაც არ დაიწყო. როგორც მეზობლები ამბობენ, დაკავებულიც არავინ ყოფილა. .დაზარალებულმა თქვა, რომ წაიქცა” – განაცხადა ჟურნალისტმა.

იტვირთბა....