19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა გიორგი შაქარაშვილისთვის მიყენებულ დაზიანებეზე დეტალურად საუბრობს, რომელიც, მისი თქმით, გარდაცვალებამდე მიაყენეს. მირიან ნიკოლაძის განცხადებით, შაქარაშვილს ზურგისა და წელს ქვემოთ არეში ყველაზე მძიმე დაზიანებები აქვს. ამის შესახებ მან “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
“12 დაზიანება აქვს: თვალბუდის არიდან დაწყებული ტუჩის მიდამოებში. ყველაზე მძიმე დაზიანება აქვს ზურგის მიდამოში, რაც შეუძლებელია ხელით მიაყენო და შესაძლოა წიხლები ჰკრეს. დაზიანება აქვს მუცლის ქვედა არეში, – ეს დაზიანებები ყველაზე რთული და თვალში საცემია. საზარდულისა არეში” – განაცხადა ნიკოლაძემ.
ცნობისათვის, ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, გუშინ ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.