ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“მითხრა, წარმატებას რომ მივაღწევ, მდიდარი არ მინდა ვიყო, რადგან სხვას არ აქვსო” – შაქარაშვილს მისი მეგობრები იხსენებენ

19 წლის გარდაცვლილ ფეხბურთელს მისი მეგობრები იხსენებენ. მათ “ტვ პირ­ვე­ლი” ესა­უბ­რა და საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა: „ვეღარც ვტირი უკვე მგონია, რომ დღეს გამოვა კიდევ და ვნახავ” – ამბობს გიორგი შაქარაშვილის ერთ-ერთი მეგობარი.

“ლურჯი თვალები ჰქონდა, ანათებდა.”

„თმები ჰქონდა ხოლმე სულ გასწორებული, მაგრამ სავარცხელი მაინც უნდა ჰქონოდა ჯიბეში და თმის ჟელეც“

„გვითხრა ერთხელ წარმატებას, რომ მივაღწევ და ფულს ვიშოვიო მდიდარი არ მინდა ვიყოო, იმიტომ, რომ სხვას არ აქვსო“ – იხსენებენ მეგობრები.

ცნობისათვის, ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზისდასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....