მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“სიბრიყვეა იძახო, პოლიტიკა და სპორტი სხვადასხვააო… დაუყოვნებლივ გასარიცხია საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან ოკუპანტის სამსახურში გადასული”

“აფხაზეთი და ჩრდილო ქართლი ვიდრე ოკუპირებულია, ვიდრე ქართველებს ხოცავენ და იტაცებენ, ვიდრე შენი თანამემამულეები გამოყრილი არიან მათი სახლებიდან რუსეთის ძალით, ვიდრე “ანწუხელიძეებს” და “ტატუნაშვილებს” გვიხოცავენ, შენგელიების კოლაბორაციონიზმი რუსეთთან არის ამ გმირების საფლავებზე დაფურთხება. სიბრიყვეა იძახო პოლიტიკა და სპორტი სხვადასხვააო, მამულიშვილობა და პატრიოტიზმი სპორტსაც სჭირდება და სპორტსმენსაც! დაუყოვნებლივ გასარიცხია საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან ოკუპანტის სამსახურში გადასული, ვინც არ უნდა იყოს იგი”

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

სოციალური ქსელი

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ესპანეთის “ბასკონიადან” ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის, მოსკოვის ცსკა-ს შემადგენლობაში გადავიდა.

შენგელიას მოსკოვის გუბდში გადასვლას საზოგადების ნაწილის პროტესტი გამოწვია ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიენტი სალომე ზურაბიშვილის და აღნიშნა, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა. 

თავის მხრივ, თორნიკე შენგელიამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა.

იტვირთბა....