ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კაშიასა და ყაზაიშვილს მაისურებზე MLS-ის მატჩში გიორგი შაქარაშვილის სახელი ეწერათ

„მეიჯორ ლიგ სოკერის“ (MLS) განახლებულ სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა „სან ხოსემ“, რომელშიც საქართველო ნაკრების წევრები – გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი თამაშობენ.

ტურნირის დაწყების წინ MLS-ის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს ნება დართო, მაისურებზე ნომრების ქვემოთ დაეტანათ სოციალურ ან პოლიტიკურ თემაზე ნებისმიერი წარწერა. გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა ისარგებლეს ამ უფლებით და ზურგზე „საბურთალოს“ ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის სახელი და გვარი დაიწერეს.

შეგახსენებთ, პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომელიც გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზს ადგენს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ცნობისთვის, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

იტვირთბა....