“ახლანდელი ვითარებიდან გამომდინარე ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ვირუსის აღმოფხვრას შევძლებთ. არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, სადაც აღმოფხვრა შეიძლება მოხდეს, კუნძულები და სხვა ადგილები, მაგრამ იქაც არსებობს ვირუსის ხელახალი შემოტანის რისკი.”
მაიკ რაიანი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი
მისივე განცხადებით, “გადაცემა, რომელიც ხდება ამგვარ სიტუაციაში შეიძლება იყოს ერთჯერადი, სპორადული შემთხვევები, რომელთა იზოლირება და კარანტინი ადვილად შეიძლება განხორციელდეს. უფრო შემაშფოთებელი შემთხვევა დიდი კლასტერებია.“