ახალი ამბები მთავარი ციტატა

“არაგვის სანაპიროზე გაუსწორდნენ ფიზიკურად, ჩაახრჩვეს წყალში და გაატანეს წყალს…” – ნიკოლაძე შაქარაშვილის გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიაზე

“ღამით, სიბნელეში მოუსპო სიცოცხლე ადამიანს ხიდის ქვეშ და მერე ჩაიყვანო ნაპირზე, ფიზიკურად ვერ მოხერხდება. დადასტურებული ფაქტია, რომ ბავშვი ცოცხალია და ისეა მოხვედრილი წყლის კალაპოტში. საფუძვლიანი არსებობის უფლება აქვს ვერსიას, რომ ჩაჰყვნენ, გაეკიდნენ და უკვე არაგვის სანაპიროზე გაუსწორდნენ ფიზიკურად, ჩაახრჩვეს წყალში და გაატანეს წყალს.”

მირიან ნიკოლაძე – ადვოკატი, გიორგი შაქარაშვილის ბიძა

ამის შესახებ ნიკოლაძემ “ფორმულას” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომელიც გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზს ადგენს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

შეგახსენებთ, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

იტვირთბა....