ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“შესაძლოა შაქარაშვილი ვიღაცამ ცემა და შემდეგ წყალში გადააგდო” – ალექსანდრე კობაიძე

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის არჩილ გაგნიძის ადვოკატი “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ აღმოჩნდა ის წყალში. ალექსანდრე კობაიძე ჩვენთან საუბარში არ გამორიცხავს, რომ შაქარაშვილს წყალში გადაგდების მიზნით ხელი კრეს.

“ექსპერტიზამ თქვა, რომ დახრჩობით არის ასფიქცია. რაც შეეხება დაზიანებებს, ექსპერტიზა ასევე ამბობს, რომ მთლიანი შეფასებით მსუბუქი დაზიანებები აქვს.

“თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცები ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ უკვე აღმოჩნდა წყალში. ის ვერსიას შეიძლება იყოს, რომ ვიღაცამ ცემა, ხელით გაუსწორდა და შემდეგ წყალში გადააგდო, გადავარდა, ხელი კრა, – ბევრი ვერსიაა. არც ამას გამოვრიცხავ, მაგრამ ეს უნდა დაადგინოს ექსპერტიზამ” – თქვა კობაიძემ “მეტრონომთან” საუბრისას.

ცნობისათვის, პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნას ავრცელებს, რომელიც გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზს ადგენს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

შეგახსენებთ, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

 

 

იტვირთბა....