ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ნიკა გვარამია უწყებაში მისვლას არ აპირებს – ის კრიმინალურმა პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა

ტელეკომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს. “ფორმულას” ინფორმაციით, იგი გამოკითხვის ჩატარებას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ითხოვს.

ჯერჯერობით უცნობია მიზეზი, რისთვის დაუბარეს გვარამია გამოკითხვაზე, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებითაა დაბარებული. გამოძიების ინტერესის საგანია, თუ რა ინფორმაციას ფლობს ნიკა გვარამია, როგორც “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი არხის ეთერში შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გაჟღერებული გარემოებების შესახებ.

გვარამია კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე დღეს, 17:00 საათზეა დაბარებული.

ცნობისათვის, პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნას ავრცელებს, რომელიც გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზს ადგენს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

შეგახსენებთ, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

 

 

იტვირთბა....