“ძალიან მოკლედ სათქმელი ამბავია ეს. ცესკაში თამაში ნიშნავს რუსეთის შეირაღებული ძალების, რუსული არმიის ღირსებისთვის ბრძოლას. არ არის საჭირო ისტერიკები და ლანძღვა გინება.
დედამიწაზე არსებული ასობით კლუბიდან მაინცდამაინც რუსეთის არმიის ოფიცერი რომ გახდები, ადრე ყველას ავტომატურად აძლევდნენ, ეს შეგნებული არჩევანია. და დიახ ეს პოლიტიკაა როცა შენი ქვეყანა ოკუპირებულია.”
თინა ხიდაშელი – თავდაცვის ყოფილი მინისტრი
ამის შესახებ თინა ხიდაშელმა სოციალურ ქსელში დაწერა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ესპანეთის “ბასკონიადან” ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის, მოსკოვის ცსკა-ს შემადგენლობაში გადავიდა.
შენგელიას მოსკოვის გუბდში გადასვლას საზოგადების ნაწილის პროტესტი გამოწვია ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიენტი სალომე ზურაბიშვილის და აღნიშნა, რომ , საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება ძაიან სამწუხაროა.