ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ძალიან გაუჭირდება ექსპერტიზას დაადგინოს სიკვდილის მიზეზი” – ალექსანდრე კობაიძე

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი. ბრალდებულების ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობა ნათელია და ექსპერტიზის პასუხები მათთვის წაყენებულ ბრალდებას ვერ დაამძიმებს.

საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის არჩილ გაგნიძის ადვოკატი ბექა ნემსიწვრიძე აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნაზე დამოკიდებულია, თუ რა მიმართულებით წავა გამოძიება შემდეგში.

ბრალდებულების ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე კი მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის დასკვნას გაუჭირდება დაადგინოს სიკვდილის მიზეზი.

“იმ ფონზე, რა ფონზეც მიმდინარეობს გამოძიება, ფაქტობრივად ძალიან გაუჭირდება ექსპერტს დაადგინოს სიკვდილის მიზეზი. ვფიქრობ რომ ექსპერტიზის დასკვნა არანაირ გავლენას არ იქონიებს, რადგან დანამდვილებით ვიცი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები შაქარაშვილის სიკვდილთან არანაირ კავშირში არ არიან” – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

იტვირთბა....