ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჩხრეკა და ტერორი რუსეთში: ხოდორკოვსკი და მოსკოვში დაგეგმილი მასობრივი აქციები

რუსეთში, ცნობილი საქმე, რომელიც სააქციო საზოგადოება “იუკოსს” ეხება და რომელიც 2003 წლიდან იღებს სათავეს, კრემლში ისევ გააცოცხლეს. მოგეხსენებათ, აღნიშნული ნავთობკომპანიის მთავარმა აქციონერმა მიხეილ ხოდორკოვსკიმ, რომელიც პუტინმა დააპატიმრა და შემდგომში შვეიცარიაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, გადაწყვიტა მიმდინარე წლის 15 ივლისს შეუერთდეს მოსკოვში დაგეგმილ მასობრივ საპროტესო აქციას. აქცია დაგეგმილია პუტინის ბოლოდროინდელი ინიციატივიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციაში ცვლილებები უნდა განხორციელდეს და ის 2036 წლამდე დარჩეს ხელისუფლებაში.

როგორც ჩანს, კრემლში წინასწარ იღებენ ზომებს, რომ დაგეგმილმა აქციამ არ მიიღოს სერიოზული ხასიათი. მობილიზებულია უშიშროების სამსახური და მეტიც, ყველა არასამთავრობო თუ მედიაორგანიზაცია, რომელიც ოდნავ მაინც არის შეხებაში აღნიშნულ საპროტესტო ტალღასთან დღეს ტერორის ქვეშაა.

გასულ დღეებში, რუსეთის ხელისუფლების ძალოვნები შეიჭრნენ ცნობილი მედიაკომპანიის “МБХ მედიის” რედაქციაში, წაიღეს ტექნიკა და გაჩხრიკეს მედია ჰოლდინგის მთავარი რედაქტორის, სერგეი პროსტაკოვის საცხოვრებელი სახლი. პარალელურად, ასევე შეიჭრნენ ორგანიზაცია “ღია რუსეთის” ოფისში და ისიც გაჩხრიკეს. წაღებულია ტექნიკა და გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.

აღსანიშნავია, რომ მედია ჰოლდინგის მთავარი რედაქტორს, სერგეი პროსტაკოვის “იუკოსის” ცნობილ საქმესთან გარკვეულ კავშირებში ედავებიან. არადა, პროსტაკოვი აცხადებს, რომ როცა აღნიშნული სააქციო საზოგადოება დაფუძნდა ის 5 წლის იყო, ხოლო როცა 2003 წელს მიხეილ ხოდორკოვსკის კომპანიას პრობლემები დაეწყო, ის მხოლოდ 15 წლის გახლდათ.

“დილის 6 საათზე მოვიდნენ ჩემთან სახლში. დაიწყეს ჩხრეკა. წაიღეს ტექნიკა და ყველა ის ჩანაწერი, რომელსაც ჟურნალისტი აკეთებს ყოველდღიურად. ადვოკატი არ შემოუშვეს ჩემთან 4 საათის განმავლობაში. მე 15 წლის ვიყავი “იუკოსის” ცნობილი საქმე რომ დაიწყო.” – აცხადებს პროსტაკოვი, რომელსაც “იუკოსის” საქმეში მოწმის სტატუსი აქვს.

კომენტარი გააკეთა თავად მიხეილ ხოდორკოვსკიმ. მისი თქმით, რუსეთში გასაკვირი არაფერია, რადგან არ არსებობს სამართლებრივი სახელმწიფო. ხოდორკოვსკი დაწყებულ ტერორს მიმდინარე წლის 15 ივლისს დანიშნულ მასობრივ აქციას უკავშირებს.

 

 

იტვირთბა....