მთავარი ციტატა

“მოლოდინი არ მაქვს, რომ აშშ რაიმე კუთხით ოფიციალურ დონეზე იტყვის, რომ საქართველოში დემოკრატია გაუარესდა” – კილაძე

“საქართველოს სახელმწიფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა არის მართლაც უმაღლეს ნიშნულზე, რაც ამ პერიოდის განმავლობაში გვქონია. თავად აშშ-ის უმაღლესი პოლიტიკური პირები აღიარებენ და არაერთხელ გაუსვამთ ხაზი მათ შორის ბოლო დღეების განმავლობაში, ქალბატონ ელჩსაც, რომ საქართველოში დემოკრატიული მიმართულებით ნამდვილად ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯი გვაქვს. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ აშშ რაიმე კუთხით ოფიციალურ დონეზე იტყვის იმას, რომ საქართველოში დემოკრატია გაუარესდა, იმიტომ რომ საქართველოში დემოკრატია რეალურად წინ მიდის და არა უარესდება.”

სოფო კილაძე – ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე

ამის შესახებ კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა 2021 ფისკალური წლის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციების და მათთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს შესახებაცაა საუბარი. კერძოდ, საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზე.

კომიტეტის პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი დამტკიცდა 29 ხმით 21-ის წინააღმდეგ. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა ხაზგასმულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცვის კუთხით.

იტვირთბა....