aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

“კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია” – ეზუგბაია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია.

რაც შეეხება 4 შემთხვევას, როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, 1 კი საკარანტინო სივრციდანაა.

„დაგვემატა კვლავ 5 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებული მხოლოდ 2-ია. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებშია 112 პაციენტი. 5 ახალი შემთხვევიდან 3 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, 1 არის საკარანტინო სივრციდან, დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 1 შემთხვევის ეპიდემიოლოგიური კვლევა კი გრძელდება ინფექციის წყაროს დადგენის მიზნით”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ინფექციურში მკურნალობას 23 პაციენტი აგრძელებს, მათგან 2 ახალია.

იტვირთბა....