მთავარი ციტატა

“კომპენსირებას გავაკეთებთ იმით, რომ მოვიგებთ ევროლიგას და ქართულ დროშას ავაფრიალებთ მოსკოვში”- შენგელიას მამა

“ძნელია სამწუხაროდ ჩამოშორება, იმიტომ რომ იმდენად პოლიტიზირებულ სამყაროში გვიწევს ცხოვრება, რომ დღესდღეობით ჩამოშორება ძნელია. ყველაფერი პოლიტიკაა, რა თქმა უნდა. პრეზიდენტის განცხადებაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. სამწუხაროა, თუ ასე ფიქრობს და რავიცი, ალბათ კომპენსირებას გავაკეთებთ იმით, რომ მოვიგებთ ევროლიგას და ქართულ დროშას ავაფრიალებთ მოსკოვში. ეს არის ჩემი კომენტარი.”

ამის შესახებ  თორნიკე შენგელიას მამამ „მთავართან” საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ესპანეთის “ბასკონიადან” ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის, მოსკოვის ცსკა-ს შემადგენლობაში გადავიდა.

შენგელიას მოსკოვის გუბდში გადასვლას საზოგადების ნაწილის პროტესტი გამოწვია ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიენტი სალომე ზურაბიშვილის და აღნიშნა, რომ , საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება ძაიან სამწუხაროა. 

იტვირთბა....