ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“შენგელია სამარცხვინოდ მოიქცა, მაგრამ რა სხვაობაა ცესკაში თამაშსა და რუსეთის აგენტ ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად მხარდაჭერას შორის” – ნიკა გვარამია

ტელეკომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია მოსკოვის საკალათბურთო კლუბ ცსკა-ში საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას გადასვლა აფასებს. გვარამიას განცხადებით, შენგელიას ცსკა-ში გადასვლა და  პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერ კლიპში სპორტსმენ ლაშა ტალახაძის მონაწილეობა ერთნაირად “სამარცხვინოა.” ამის შესახებ ის “ფეისბუქ” გვერდზე წერს.

“შენგელია, სამწუხაროდ, სამარცხვინოდ მოიქცა, მაგრამ რა სხვაობაა ცესკაში თამაშსა და რუსეთის აგენტ ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად მხარდაჭერას შორის, ვერ ვხვდები.
აი, ლაშა ტალახაძემ რაც ქნა, მაგალითად – ზურაბიშვილის მხარდამჭერ კლიპში გაწვრთნილი თუთიყუშივით სულ რომ 48 იძახა. ერის რისხვა რომ დავიმსახურე მისი გაკრიტიკებისთვის და ახლა ის მრისხანე ხალხი შენგელიას რომ დებს მიწაში, ჩემთვის პირადად სასაცილოა.
მე რომ მკითხო, კაცმა არ იცის, რუსეთში წასვლა და ცესკაში თამაში ჯობია, თუ მტრის რეზიდენტის ქვეყნის პრეზიდენტად დასმაში თუნდაც ერთი აგურის დადება” – წერს გვარამია.
იტვირთბა....