საბერძნეთმა საქართველოს საზღვრები გაუხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას Schengenvisa.info ავრცელებს.
საქართველოს გარდა სიაში მოხვდა ის 13 ქვეყანაც, რომელთაცრეკომენდაცია ევროკავშირის საბჭომ გაუწია, ესენია: ალჟირი, ავსტრალია, კანადა, იაპონია, მონტენეგრო, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი, ურუგვაი და ჩინეთი.
შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე პირველი ივლისიდან შესვლა შეეძლებათ. ამ სიაში საქართველოც მოხვდა.