„თორნიკე შენგელია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია და როგორც სპორტსმენიც გამორჩეულია. მას ბასკონიაში თითქმის ისეთივე გულით ვქომაგობდი, როგორც ეროვნულ ნაკრებში თამაშისას. სამწუხაროდ, ცესკას მაისურით მას ვერ ვუქომაგებ, ბასკონიას წარმატება კი, მუდამ გამიხარდება”.
რატი იონათამიშვილი – პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე
ამის შესახებ იონათამიშვილმა სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლას. ცნობისთვის, თორნიკე შენგელიამ ესპანური “ბასკონია” 6 წლის შემდეგ დატოვა და რუსულ “ცსკა”-ში გადავიდა.