ახალი ამბები მთავარი სამართალი

შაქარაშვილის საქმის “ოქროს მოწმე” გური ამირხანაშვილი საგამოძიებო უწყებაში იკითხება

გიორგი შაქარაშვილის საქმის “ოქროს მოწმე” გური ამირხანაშვვილი შინაგან საქმეტა სამინისტროში იკიტხება.

ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად რა კითხვები აქვს გამოძიებას გური ამირხანაშვილთან. თუმცა სავარაუდოა, რომ მისი დაბარება გავრცელებულ ვიდეოკადრებს უკავშირდება, სადაც ჩანს, რომ ის“ტოიოტა ქამრიდან” გადმოსვლის შემდეგ დიდუბეში რამდნემე წუთის განმავლობაში უცნობ პირს ელაპარაება.

ზუსტად რა აინტერესებს გამოძიებას, ამის შესახებ  ამირხანაშვილის გამოსვლის შემდეგ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, “მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ  გურამ ამირხანაშვილს უცნობი პირი ხვდება და მას რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება. აღნიშნული ფაქტი გური ამირხანაშვილს გამოძიებისთვის მიცემულ არცერთ ჩვენებაში უხსენებია.  ასევე, იყო ვარაუდი, რომ აღნიშნული პირი სწორედ ავთადილ ბილანიშვილი, იგივე, “კაწროა”. ამიტომ, გამოძიებამ ამ ვიდეოკადრების გამო ის გუშინ დაკითხა.

თუმცა, დაკითვის პერიოდში, გამოძიებამ დაადგინა, რომ პირი, რომელიც შაქარაშვილის საქმის მოწმეს გური ამირხანაშვილს “ტოიოტა ქამრიდან” გადმოსვლის შემდეგ დიდუბეში რამდნემე წუთის განმავლობაში ელაპარაება, ხაშური მკვიდრი ლაშა ლურსმანაშვილია.

 

 

 

იტვირთბა....