“გვყავს ძირითადი მოწმეები, რომლებიც ჩვენებებს შლიან. გვყავს ფოტოგრაფი, რომელიც გამოძიებას უმალავს, დანაშაულის დაფარვას ახდენს. გვყავს მოწმეები, რომლებიც აბსოლუტურად ყველა იტყუება. ეს მიდის იქამდე, რომ ეს საქმე ჩამოიშლება სასამართლოში. თავისუფალი და ობიექტური სასამართლოში, რამოდენიმეჯერ შეცვლილი ჩვენება დაუშვებელი მტკიცებულებაა.”
გიორგი გელხაური – შაქარაშვილის საქმის მონაწილეების ადვოკატი
ამის შესახებ ადვოკატმა “დღის ამბებში” განაცხადა.
შეგახსენებთ, 19 ივნისის ღამეს მცხეთის გზაზე, არაგვის ხიდთან მომხდარი ინციდენტის დროს ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა, რომელიც 4 დღის შემდეგ მდინარეში იპოვეს.
შაქარაშვილის საქმეზე ყოველდღიურად ახალი დეტალი ხდება ცნობილი. პროკურატურა გამოძიებას მოწმეების ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების გამო მათ თავიდან დაკითხვას სთხოვს. ამ დროისთვის საქმეზე 17 პირია დაკავებული.