“როგორც ვიცი, პირდაპირ სახლში წამოვიდა ხიდიდან, პოლიციამ წამოიყვანა. მეორე თუ მესამე დღეს კამერა და ტელეფონები ჩამოართვეს, ეგ ვიცი და მაგის გამო იყო ნაწყენი, რადგან მუშაობას ვერ აგრძელებდა. ამის გამო დაურეკა ნინოს, ჩვენ ნათესავს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს და შეეძლო, რომ დაებრუნებინა, ეთხოვა თუ გაერკვია, სად იყო. მერე რომელიღაც ტელევიზიამ გაავრცელა ისე, რომ გიორგობიანი მფარველობსო და შკოდა გაუგზავნა ხიდზეო.’
ამის შესახებ შაქარაშილის საქმის ერთ-ერთი მოწმის, იაკობ ბრეგვაძის ძმამ “ფორმულასთან” განაცხადა.
გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ახალი გარემოება გახდა ცნობილი. ჟურნალისტმა ვახო სანაიამ სოციალურ ქსელში პოსტი და ფოტოები გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ხიდთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ფოტოგრამი არა სახლში, არამედ თემქაზე იუბილარ ანი გაბეჩავასა და მეგობრებთან ერთად წვეულების გასაგრძელებლად წავიდა.