“სუს-ი და კრიმინალები ერთად რომ მუშაობენ ოპოზიცის წინააღმდეგ, ოცნებას ხმები მოუტანონ, ამან ჩამოაყალიბა კრიმინალი. ამ ხალხის მოვალე გახდა ხელისუფლება. მარტო ის კი არაა, რომ ეს ხელისუფლება იმიტომ უნდა გავუშვათ, რომ ეკონომიკა წინ წავიდეს, მათ შორის მთავარი ამოცანაა, რომ კრიმინალს ვებრძოლოთ.”
სერგი კაპანაძე – “ევროპული საქართველოს” წევრი
ამის შესახებ კაპანაძემ “დღის ამბებში” განაცხადა.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ყოველდღიურად ახალი დეტალი ხდება ცნობილი. პროკურატურა გამოძიებას მოწმეების ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების გამო მათ თავიდან დაკითხვას სთხოვს. ამ დროისთვის საქმეზე 17 პირია დაკავებული.
გამოძიებასთან ბევრი კითხვა აქვს საზოგადოების ნაწილს, მათ შორის საქმის ადვოკატებსაც. სპეციალისტებისნაწილი გამოძებას უნდობლობას უცხადებს და მიიჩნევს, რომ საქმის ჩაფარცხვა ხდება ან არაპროფესიონალიზმის გამო, ანდა შეგნებულად.