ლაშა ლურსამანაშვილი, რომელსაც შინაგან საქმეში სამინისტროში გვიან ღამემდე კითხავდნენ, აცხადებს, რომ 19 ივნისის ღამეს, როდესაც გიორგი შაქარაშვილი დაიღუპა, დიდუბის ტერიტორიაზე თეთრ მიკროავტობუსიდან ის გადმოვიდა. მისივე თქმით, მასა და გური ამირხანაშვილს შორის საუბარი დაახლოებით 10 წამი გრძელდება. ამის შესახებ განცხადება მან “მთავარ არხთან” გააკეთა.
“ღამის 12 საათისთვის ჩემ პირად საქმეზე წავედი. 2-ის ნახევარზე, დაახლოებით, 2-ის 20 წუთზე ვიყავი დიდუბეში. ჩამოვედი მიკროავტობუსიდან, რომელმაც წამიყვანა და სადღაც 10 მეტრის რადიუსში მოდის პიროვნება, რომელიც მთხოვს დასარეკს. არ ვცნობ, არ ვიიც ვინ არის, ჩვეულებრივი პატარა ბიჭი. დასარეკი არ მქონდა, არ დავარეკინე და მანდ გადაიკვეთა ჩვენი გზა. მეტი არაფერი არ მომხდარა, არ ყოფილა. დაახლოებით 10 წამი ვესაუბრე, მეტი არა. მე მივდივარ, კადრში კარგად ჩანს, რომ ის მომყვება, მაგრამ ჩვენ შორის საუბარი არ ყოფილა.
ტელევიზიის სახით ვიცი, რომ ეს ამბავია მომხდარი, სხვა არაფერი. მე ვარ ის თეთრპერანგიანი. მე ვადასტურებ, რომ მე ვარ, ჩემ თავს ვცნობ, რომ მე ვარ ის თეთრპერპერანგიანი” – თქვა ლურსმანაშვილმა.